ახალი ამბები
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
FaceBook
ქუთაისში, გიორგი ჯიბლაძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
თუმცა, თამარ  მეფის ქუჩაზე, სადაც აკრძალვის ნიშანი უნდა იყოს არ  დგას. 

"ერთადერთი ნიშანი რაც აქაა - შესვლა ნებადართულიაა, ამიტომ შემოდიან მძღოლები და იქმნება საცობი, ერთი ნიშანი რომ დაედგათ ასეთი ამბავი არ იქნებოდა", -  განმარტავენ ჯიბლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ჯიბლაძის ქუჩაზე მოძრაობის შეფერხება წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციამ გამოიწვია.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო - ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო , 25 იანვრიდან 15 მარტამდე, სრულად დაიკეტება წერეთლის ქუჩა, პუშკინის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე. აღნიშნულ პერიოდში , წერეთლის ქუჩის ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა შეწყდება.

ასევე ცვლილებაა გელათის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობასთან დაკავშირებით: 26 მაისის ქუჩიდან ვარლამიშვილის ქუჩის კვეთამდე შეიზღუდა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.

მოძრაობა აიკრძალა თამარ მეფის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩისაკენ. ავტომობილები გოგებაშვილის ქუჩაზე თბილისისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით მოხვდებიან.

Print