ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები ორი თვის სახელფასო დავალიანებას ჩარიცხვას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

უნივერსიტეტში დასაქმებულები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ 20-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ხელფასი არც მათთვის ჩაურიცხავთ.

,,დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ. ორი თვეა ხელფასი არ ამიღია. ზოგს 1 500 ლარი ჰქონდა ასაღები, ზოგს 2 ათასი. 20-მდე ადამიანი შეამცირეს და იმათაც ასაღები აქვთ ხელფასი, ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ანაზღაურებას",- ამბობს თეონა დევიძე.

აქციის მონაწილის ინფორმაციით, მათი პროტესტის შემდეგ მათ სასწავლებლის ბუღალტერმა აცნობათ, რომ ხელფასს რამდენიმე საათში ჩაურიცხავენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელსაც ათასობით სტუდენტი 2019 წელს უნდა მიეღო, პირველი ნაკადი ერთი წლის დაგვიანებით, 2020 წლის სექტემბერში 246 სტუდენტი მიიღო.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით აშენდა. ფონდი უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

ფოტო ტოპნიუსი

ავტორი: ანა ჯიქია
Print