ახალი ამბები
ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენ
FaceBook
ქუთაისში კლინიკიდან გამოსვლის დროს დაკარგული მამაკაცის სამძებრო ღონისძიებაში კლინიკის უსაფრთხოების სამსახურიც ჩაერთო.

75 წლის ანზორ ლემონჯარია ხობიდან არის ის ოთხის წინ ოჯახის  წევრებმა  ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მიიყვანეს.  დაკარგული მამაკაცის შვილიშვილი ამბობს, რომ მას მეხსიერების პრობლემა ქონდა. 

საავადმყოფოს იურისტი არმაზ ხელიძე ამბობს, რომ მამაკაცმა კლინიკას თვითდინებით მიმართა , მას ქირურგიული მანიპულაცია დასჭირდა. თავს კარგად გრძნობდა და კონტაქტური იყო. ამ დროისთვის მამაკაცის მოსაძებნად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეში, როგროც კლინიკის უსაფრთხოება, ასევე სამართალდამცველები არიან ჩართული. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე 551 66 66 19.
Print