ახალი ამბები
დიდ ქალაქებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 2 დღით მოიხსნება
FaceBook
ორი დღით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

'' 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება'', -  ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება.

9 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით,კოორნავირუსის პრევენციის მიზნით, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.

ხვალ ქვეყნის 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.


Print
თეგები: #შეზღუდვები