ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტები ქუთაისის საარჩევნო უბანთან
13:03 / 31.10.2020
,,ქუთაისიპოსტს"
ამომრჩეველმა მიაწოდა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ თავად შეესწრო
მოქალაქეებზე ფულის გადაცემის ფაქტებს.
კადრების გადმოცემის მიუხედავად, მოქალაქემ ანონიმურობის დაცვა
მოითხოვა, თუმცა განმარტა, რომ ვიდეო ნიკეას ქუჩაზე, # 106-ე
საარჩევნო უბანთან გადაიღო.
თანხის გადაცემის სავარაუდო ფაქტი ,,ქუთაისიპოსტმა"
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას გადაუგზავნა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძის
განმარტებით, დასაზუსტებელია, რამდენად იყო აღნიშნული ფაქტი მოსყიდვა,
თუ კონკრეტული ფაქტებით ეს დადასტურდება, საქმეზე მოკვლევა შშს-მ უნდა
დაიწყოს.
რა პოზიცია და რეაგირება მოჰყვება ამ შემთხვევას სხვა არასამთავრობო
ორგანიზაციების მხრიდან, ამაზე ინფორმაციას ,,ქუთაისიპოსტი" მალე
მოგაწვდით.
სსკ-ის 164-ე მუხლის მიხედვით, არჩევნების დანიშვნის შესახებ
შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო
შედეგების გამოქვეყნებამდე ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების,
საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ, ან
შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურების გაწევა,
ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ
ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის
მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით,
გარდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.
წინასწარ შედგენილი სიებით უცნობი პირები ქუთაისში თითქმის
130-ივე საარჩევნო უბანთან დგანან. ზოგიერთი მათგანი
,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების"
კოორდინატორია, ზოგიერთი კი ამბობს, რომ უბრალოდ ამომრჩეველია და
საკუთარი სურვილით აკვირდება საარჩევნო პროცესს.
ქუთაისში გახსნილი 130 უბნიდან, შვიდი
სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის
განკუთვნილი.
ქუთაისში სულ 156 257
ამომრჩევლია დარეგისტრირებული. მათგან მონაწილეობის სურვილი
კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა
გამოხატა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29
ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო
სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი
ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით
მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას
მისცემს.
31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად,
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც
მიმდინარეობს.
ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს,
ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი
კანდიდატი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები