ახალი ამბები
"ქართული ოცნების" კონტრაქცია ქუთაისში
FaceBook
თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის პარალელურად,კონტრაქცია მიმდინარეობს ქუთაისში.



"არა ნაცებს", "ქუთაისი ნაცების გარეშე"-ამ სლოგანებით აქციის მონაწილეები ცენტრალური მოედნის მიმართულებით ფეხით მსვლელობას მართავენ.

აქციაში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერიის საჯარო მოხელეები, იმერეთის გუბერნატორი და მმართველი პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მონაწილეობენ.

დავით ერემეიშვილი ჩვენ შეკითხვას რატომ არის აქციაზე და რას აპროტესტებს, არ პასუხობს.

აქციის მონაწილეები უარყოფენ აქციის წინასწარი განზრახვით დანიშვნას თბილისში, ოპოზიციის შემაჯამებელი შეკრების პარალელურად და ამბობენ, რომ ყველა პარტიას თავისი დღის წესრიგი აქვს.მმართველი და ოპოზიციური პარტიების აქცია კი ერთმანეთს უბრალოდ დაემთხვა.
Print