ვის რა შანსს აძლევს 2020-ის არჩევნებზე შერეული საარჩევნო სისტემა
12:16 / 20.10.2020
2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის
ცვლილებამ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მსურველი პარტიების რიცხვი
თითქმის ორჯერ გაზარდა.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
რეგისტრაცია 20-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიარა, ამაში შედიან
პოლიტიკური პარტიები, ბლოკები და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი
კანდიდატები. 2016 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური
სუბიექტების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი 51
პოლიტიკური სუბიექტი დარეგისტრირდა.
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების
რაოდენობის ზრდა კი შესაძლოა საარჩევნო ფორმატის ცვლილებითაც იყოს
გამოწვეული, რადაგან წელს საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით,
ბლოკებითა და შერეული სისტემით ტარდება. ეს კი საქართველოს
პარლამენტში მოხვედრის შანსს აძლევს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას,
რომლებიც წინა არჩევნებზე ბარიერს ვერ ლახავდნენ.
ახალი საარჩევნო სისტემის თანახმად,
სამაჟორიტარო ოლქები შემცირდა. თუ წინა წლებში იმერეთის 12-ვე
მუნიციპალიტეტი პარლამენტში თითო წარმომადგენელს ირჩევდა, ახლა სულ
ოთხი სამაჟორიტარო ოლქია:ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი;
სამტრედია,წყალტუბო, ვანი, ხონი; საჩხერე, ჭიათურა, ხარაგული და
ქუთაისი. იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატის 4 მანდატისთვის კი 28
პოლიტიკური პარტიის
70 კანდიდატი იბრძვის.
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატობის სურვილი
22-მა კანდიდატმა გამოთქვა. აქედან 11 ახლადშექმნილი პარტიის
წარმომადგენელია. მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიას აქტიურად
აწარმოებს, ნაწილი კი მხოლოდ ცესკოს სარეგისტრაციო დოკუმენტებში
ჩანს.
,,ქუთაისიპოსტი“ ახლადშექმნილი პარტიების
ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებს ესაუბრა, რათა გაერკვია რა გახდა
მათი პოლიტიკით დაინერესების მიზეზი და რა შესაძლებელობს ხედავენ
ახალი, შერეული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ
არჩევნებში.
ახლადშექმნილი პარტიების წევრები ფიქრობენ, რომ
ახალი საარჩევნო სისტემა მათ აძლევთ შესაძლებლობას დაფინანსების
მიღების შემთხვევაში მუშაობა გააძლიერონ და ძლიერ პოლიტიკურ ძალად
ჩამოყალიბდნენ.
პოლიტიკური პარტია დავით ჭიჭინაძე
,,ტრიბუნა“-ქდმ" ერთ-ერთია იმ 11 ახლადშექმნილი
პარტიიდან, რომელმაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში იმერეთის
საარჩევნო ოლქებში კანდიდატები წარადგინა.
პარტიის წარმომადგენელი და ქუთაისის
მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე ამბობს, რომ შერეული საარჩევნო
სისტემა და არჩევნებზე მიღებული შედეგები მათ პარტიას მნიშვნელოვნად
გააძლიერებს. ფიქრობს, რომ მოსახლეობისგან საკმარისი მხაერდაჭერა
ექნებათ და პარლამენტში წარმომადგენლები ეყოლებათ.
,,ერთპროცენტიანი ბარიერი, რომელიც ახლა არის ამ
არჩევნებზე, ჩვენთვის მისაღებია და კარგია. პარლამენტში მოხვედრის
შანსს ზრდის, თუმცა ვფიქრობ ბევრი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში
ცოტა არეულობას შექმნის და შეიძლება ხელახალი არჩევნები გამოიწვიოს.
ჩვენ ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ხალხმა იცის ვინ სიმართლეს
ამბობს და ვინ - არა. ხალხის მთავარი პრობლემა საბანკო სისტემის
გაუმართაობაა და ბევრია დაზარალებული. ჩვენ მათ ამ პრობლემის
მოგვარებას ვპირდებით,“- ამბობს ლაშა არსენიძე.
კითხვაზე, მიიღებდა თუ არა პარტია არჩევნებში
მონაწილეობას საარჩევნო სისტემა რომ არ ყოფილიყო, არსენიძე აცხადებს,
რომ ნებისმიერის სისტემის პირობებში ჩაერთვებოდნენ არჩვენებში, რადგან
მხარდამჭერების იმედი აქვთ.
პირველად ერთვება არჩევნებში
,,ლელოც“. პარტიის საარჩევნო სპეციალისტი ქუთაისში
ვანო კაპანაძე ამბობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა ახლადშექმნილ
პარტიებს პარლამენტში წარმომადგენლების შეყვანის შესაძლებლობას
აძლევს.
,,მეტი შანსია ახლადშექმნილმა პარტიამ მეტი
დეპუტატი შეიყვანოს პარლამენტში. მომავალი არჩვენები მთლიანად
პროპორციულოი იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაჟორიტარული
სისტემა ადგილობრივ არჩევნებზე მაინც აუცილებად მნიშვნელოვანი იქნება.
მაჟორიოტარული სისტმეა კი არ არის ცუდი, მოწყობაა მახინჯი და
ხელისუფლების მიერ წარდგენილ მაჟორიტარს აძლევს ყველა ბერკეტს. ის
ჩამოყალიბდა ადგილობრივ ფეოდალად,“- ამბობს ვანო
კაპანაძე.
ის ამბობს, რომ 5 პროცენტიანი ბარიერი 2024 წლის
არჩევნებისთვის უნდა დაბრუნდეს, რაც მიუღებლად მიაჩნია, რადგან ამ
ბარიერის გადალახვა ბევრ პარტიას გაუჭირდება. თუმცა აცხადებს, რომ
,,ლელო“ ნებისმიერი ბარიერის არსებობის პირობებში არჩევნებში
მონაწილეობას მიიღებდა.
პირველად ეცნობა ამომრჩეველი პარტიას
,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“. პარტიაში
ამბობენ, რომ შერეული სისტემით არჩევნების ჩატარება ერთგვარი წინა
სამზადისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ე.წ.პატარა
პარტიებს ახლა გაძლიერების შესაძლებლობა აქვთ.
,,ახალი პარტიებისათვის სასიციცხლოდ
მნიშვნელოვანია იყოს დაბალი ბარიერი და მე მგონია, რომ
ამომრჩევლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ
პოლარიზიებრულ რეალობაში. მხოლოდ ერთი პოზიციაა და მხოლოდ ერთი
ოპოზიცია. შერეული სისტემა ახლა უნიკალური შესაძლებლობა პატარა
პარტიებმა შეძლონ რამდენიმე წარმომადგენელი შეიყვანონ პარლამენტში და
შეძლონ იმ ხალხის პრობლემების გაჟღერება, რომლესაც რეალურად
წარმოადგენენ. ასევე მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება იმისთვის, რომ
განავითარონ თავიანთი პარტია და შემდეგ 2024 წლისათვის რეალურ
შედეგებზე იფიქრონ,“- განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა და ქუთაისის
მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ კენჭაძემ.
მისივე თქმით, 2024 წლისათვის სრულად
პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქართული პოლიტიკის
მომავალია, რომელიც ჯობდა 2020 წლის არჩევნებიდანვე დაწყებულიყო. ,,
ძველი სისტემით რომ იყოს არჩევნები ვიტყვი, რომ შანსი ბევრად უფრო
მცირე იქნებოდა. ახლა ჩვენ რალურად რომ მოვალთ უმრავლესობაში ვერ
ვიტყვით, მაგრამ ეს იქნება საშუალება იმისათვის, რომ 24-ში უფრო კარგი
შედეგი დავდოთ.“
ახალი საარჩევნო სისტემა აღმოჩნდა პოლიტიკური
პარტია ,,ახალი ძალის“ შექმნის
მოტივაცია.
პარტიის მაჟოროტრაობის კანდიდატი ქუთაისში ნიკა
ქურციკიძე ,,ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ამბობს,რომ შერეული საარჩევნო
სისტემა ახლადშექმნილ პარტიებს დისკომფორტს უხსნის.
,,არათუ არ ჩავერთვებოდით, პოლიტიკურ პარტიასაც
არ შევქმნიდით და საერთოდ არ ვიფიქრებდით ამ თემაზე, ქმედითი პოლიტიკა
მაქვს მხედველობაში, თორემ სახელმწიფო ფიქრი ისედაც გეფიქრება კაცს
თუკი ქვეყანა გიყვარს. შანსია და ჩვენ შევეცდებით ეს შანსი არ
გავუშვათ ხელიდან. დანარჩენი ხალხის გადასაწყვეტია, ამომრჩევლის.
შერეული საარჩევნო სისტემა რა თქმა უნდა გარკვეულ დისკომფორტს უხსნის
ნებისმიერ ახლადშექმნილ პარტიას, რომელსაც ცნობადობა ჯერ კიდევ აკლია
სათანადო დოზით და ხარისხით, თუნდაც ვთქვათ მოკლებულია პოლიტიკურ
პროცესში ჩართულობისთვის იმ აუცილებელ ატრიბუტს და ფუფუნებას, რასაც
სისტემატური ტელეეთერი გულისხმობს თუნდაც.“
ნიკა ქურციკიძის თქმით, შერეული საარჩევნო
სისტემა, დაბალი ბარიერი, პარტიებს დაფინანსების მიღებაშიც
ეხმარება.
,,რა თქმა უნდა ხელს უწყობს და ჩვენი აზრით
საერთოდ ამარტივებს პარტიულ ცხოვრებას ამ თვალსაზრისით.”
პოლიტიკაში გამოცილების გარეშე პრიველად ერთვება
,,ქართული ფესვებიც“.
პარტიის მაჟოროროტარობის კანდიდატი ნათია
ჯიმშელეიშვილი ამბობს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა და ბარიერი
მათთვის მისაღებია, თუმცა იმედოვნებენ, რომ არჩევნების სამართლიანად
ჩატარების შემთხვევაში დაწესებულ ბარიერზე მეტი ხმების მიღებას
ვარაუდობენ.
,,ახალი ბარიერი უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის,
ვიდრე წინა არჩვნების დროს არსებული. თუცა ახლა გვაქვს ის პრობლემა,
რომ ჩვენი მისაზრების გაჟღერების საშუალება არ გვეძლება ცენტრალური
მედია საშუალებებით. არც მე და არც ჩემს პარტიას არანაირი პოლიტიკური
გამოცდილება არ გვაქვს, პირველად ვერთვებით. საზოგადოებასთან
ურთიერობა გვიძნელდება იქედან გამომდინარე, რომ ვხვდებით ნდობადაკრგულ
ხალხს, გვიწევს ძალიან იდიდ ბარიერის გადალახვა, რომ მერე ჩვენს
პროგრამაზე ვესაუბროთ. თუმცა მხოლოდერთპროცენტიანი ბარიერის
გადალახვის იმედად არ ვართ. თუ კი არ იქნებ გაყალბება ჩვენ გაცილებით
მეტ პროცენტულ მაჩვენებელს დავდებთ“.
,,საქართველოს განვითარების
პარტიაც“ ერთ-ერთია იმ ახალშექმნილი პოლიტიკური პარიებიდან,
რომლებმაც ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. პარტიაში
ამბობენ, რომ შერეული საარჩევნო სისტემა და დაბალი ბარიერი ხელს
უწყობს ახალი პარტიების ჩართვას, თუმცა ფიქრობენ, რომ შერეულ სისტემას
ხელისუფლება მაინც სათავისოდ მოირგებს.
,,მონეტას აქვს ორი მხარე. ერთია დაბალი
საარჩევნო ბარიერი, რომელიც ახალ პოლიტიკურ სუბიექტებს საქარეთველოს
პარლამენტში მოსახვედრად და პოლიტიკურ სიცვრცეში გამოჩენაში ეხმარება,
ხოლო მეორე მხარე მდგომარეობს იმაშ, რომ ხომ არ არის ეს კარგად
გათვლილი სახელისუფლებო ტრიუკი იმისათვის, რომ ხმები დაიყოს
პატარ-პატარა მოძრაობებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოძრაობა მაინც
დაფუიძნებოდა რომ არ ყოფილყო დაბალი ბარიერი, ვინაიდან ჩვენ ვართ ის
გუნდი, ვინც მონდომებვულია, რომ ქართულ პოლიტიკაში სიახლეები
შემოიტანოს . ეს არჩჩვენები ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი
თვითმიზანი არ არის წელს უმრავლესობში მოსვლა. ეს დიდი ცვლილებების
დასაწყისია, რასაც ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად გეგმავს,“-
განაცხადა ,,საქართველოს განვითარების პარტიის“ ქუთისის მაჟორიტარობის
კანდიდატმა გიორგი პატარიძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი
სამზადისია 2024 წლის არჩევნებისთვის ,,ბეჟან გუნავა, ქართული
არჩევანისთვის.“
პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ
შერეული საარჩევნო სისტემა ერთი მხრივ პარტიებს დაფინანსების მიღებას
უადვილებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს სესაძლოა ხაფანგიც იყოს.
,,შერეული ფორმა ზოგადად დრომოჭმულია. გარდამავალი პერიოდია და
შეიძლება გამართლებულია, მაგრამ სერიოზულ ბარიერებს ჰქმნის. მგონია,
რომ ყველა ვერ იხეირებს. პირობიდათ ვუწოდე ხაფანგი, რომელიც
მმართველმა პარტიამ დაუგო პატარა პარტიებსა და საზოგადოებას.
მაგალითარ არჩევნებზე შეიძლება მე არ მეყოს მირებული ხმა, მაგრამ
პარტია შეიძლება გახდეს კვალიფიციური და პარლმენტში აღმოჩნდეს, ასეთი
დისბალანსია.შერეული სისტემა ერთი შეხედვით არის ცდუნება ახალშექმნილი
პარტიებისთვის, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში. ერთგვარი ინერცია ჩვენი
პარტიისთვისაც იყო ეს ერთპროცენტიანი ბარიერი,“ - განაცხადა პარტიის
პოლიტსაბჭოს წევრმა თემურ გოგსაძემ.
შერეული საარჩევნო სისტემა ,,ქართული მარშისთვისაა“
მისაღები.
ფიქრობენ, რომ დაბალი ბარიერი ე.წ. პატარა
პარტიოების გულის მოგებაა და შეუძლებელია საარჩევნო ოლექბის
გამსხვილების გამო რამდენიმე მუნიციპალიტეტს პარლამენტში ერთი
წარმომადგენელი ჰყავდეს.
,,ნახვერად პროპორციული სერეული სისტემა ისეთივე
მახინჯია, როგორიც წინამორბედი იყო, არის იმაზე უარესი. გარდამავალი
პერიოდისთვის შექმნილი ვითომ ეს ფსევდო ჰიბრიდული მოდელი არც
პროპორცოიულ სიაში წერია და არც მაჟორიტარულში. შეუძლებელია ერთ
მაჟორიტარს ირჩევდეს ოთხი რაიონი. დაბალი ბარიერი კიდევ არის გულის
მოსაგებად პატარა პარტიებისთვის, საბლოო ჯამში 500 ათას ხმას
მოაგროვებენ და ერთ დეპუტატს მაინც შეიყვანენ პარლამენტში . ქვეყანაში
არსებულმა მახინჯმა პოლიტიკურმა სისტემამ გვაიძულა
ჩამოვყალიბებულიყავით პოლიტიკურ პარტიად, სხვა მეტი მოტივი არ
ყოფილა,“- განაცდადა ,,ქართული მარშის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა
ქუთაისში ერმილე ნემსაძემ.
ახლადშექმნილი პარტიების შიშები ახალ საარჩევნო
სისტემასთან და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით
ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია სამოქალაქო მოძრაობა ''სირცხვილიას''
დამფუძნებელსა და აქტივისტს შოთა დიღმელაშვილს.
გასული წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ
მოვლენებს მასშტაბური პროტესტი რომ მოჰყვა შოთასა და აქციის სხვა
მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.პროპორციული სისტემით
ჩატარების დაპირება მმართველი გუნდიდან პირველად მაშინ, 24 ივნისს,
გასცეს, რაც მოგვიანებით გადაიფიქრეს, თუმცა ვერა საბოლოოდ.ამიტომ,2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით
ტარდება.
სამოქალაქო აქტივისტები სამომავლოდ პროპორციულ
საარჩევნო სისტემის საკითხის გააქტიურების მსგავსად დეცენტრალიზაციის
საკითხის გააქტიურებას გეგმავენ. მანამდე კი იმედოვნებენ, რომ 31
ოქტომბრის არჩევნებზე არც ისე ცოტა, 15 ათასი ხმის მოგროვებას, ბევრი
პოლიტიკური პარტია შეძლებს და საკონომდებლო ორგანო პირველად
მრავალფეროვნად დაკომპლექტდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები