იმერეთში ბოლო 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსის 372 ახალი შემთხვევა
დაფისირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ
ბრიფინგზე განცხადა.
კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425
ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა. მეორე ადგილზე იმერეთია.
რამდენი შემთხვევაა 372-დან ქუთაისში დაფიქსირებული უცნობია.
ვირუსთან დაკავშირებით კომენტარები მხოლოდ თბილისში
გაკეთდება.
რაც შეეხება ქუთისის კოვიდკლინიკების ინფორმაციას, ახალი
კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით “კლინიკა
ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს, დადასტურებული კოვიდინფექციით
შემოიყვანეს. მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური
პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის
სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი,
სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
“პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა
ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე
გავიდა, რაც “კლინიკა ბომონდში” კოვიდცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული
პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე
მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და
კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების
მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე
ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის
ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია,
მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც
გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე,”-ამბობს მამია ყიფიანი.
19 ოქტომბერს კლინიკიდან 20 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, ამ
ეტაპზე კოვიდცენტრში 97 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი
დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის
ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი
მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში დაგვემატა 12 და გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.
გვყავს 3 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური",- განაცხადა
მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა 173-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა
დატოვა.
საქართველოში
დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფექციის
1194 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
კარანტინის
რეჟიმში იმყოფება 4726 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2817
პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1672 პირი.
ამასთან,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები