მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტით
გადაადგილებაზე, სადაც საჭირო იქნება, შეზღუდვები ისევ
დაწესდეს.
როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის
საჭიროება იქნება.
"გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც
მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ
საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების
რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების
მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა
მეზვრიშვილმა.
საქართველოში დღევანდელი მონაცემებით,
კოვიდინფექციის 1194 ახალი
შემთხვევაა დაფიქსირებული.
ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული
თბილისში გამოვლინდა, იმერეთში 372 ინფიცირებულია, აჭარაში - 193.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4726
პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2817 პაციენტი, კოვიდ
სასტუმროში მკურნალობს 1672 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ
გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები