ახალი ამბები
კორონავირუსის მართვაში ჩართული ექიმები ხელფასის 50%-ს დანამატის სახით მიიღებენ
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების სამედიცინო პერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50 პროცენტს დანამატის სახით მიიღებენ.

სახელფასო დანამატის მიღების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.  


მისივე ინფორმაციით, ექიმების გარდა სახელფასო დანამატს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს.

"დეტალურად მოხდა გათვლა სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც არიან ჩართულები. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა და უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, გარდა ამისა, ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ,"- განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით ქუთაისში ორი კოვიდკლინიკის და ოთხი ცხელების ცენტრის თანამშრომლები მიიღებენ.

კორონავირუსიან პაციენტებს ახალ ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა ,,ბომონდში" მკურნლობენ. ცხელების ცენტრების ფუნქცია „ჰოსპიტალსერვისს“ (ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე #5 პოლიკლინიკა), რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოს, „მედიქალსითის“, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს აქვს.

კორონავირუსის მართვაში ჩართულ რამდენ პერსონალს შეეხება ხელფაისის მატება ქუთაისში ამ დროისათვის უცნობია, სამინისტროში აცხადებენ, რომ თემის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მას შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, რაც შესაბამისი დადგენილება მომზადდება და მთავრობას გადაეგზავნება. უწყებაში აცხადებენ, რომ დადგენილება მზადების პროცესშია და მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

მინისტრის ინფორმაციით, ექიმები 50%-იანი დანამატს იმ ხელფასზე მიიღებენ, რომელიც საათობრივ ანაზღაურებაში თითოეულის საბაზრო ღირებულებაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.