ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი კოვიდდადებითი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა.

ოთხივე პაციენტი ქუთაისიდანაა. მათი ინფიცირების წყარო უცნობია.  

"დაგვემატა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა სამი. ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან, მათი ინფიცირების წყარო უცნობია, ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად აქტიურად მუშაობენ. ამ დროისთვის, პაციენტებს საჭირო კვლევები უტარდებათ. წინასწარი შეფასებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 54 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, ერთი კრიტიკულად მძიმეა. ვირუსი 119-მა პაციენტმა დაამარცხა.

Print