ახალი ამბები
„ვარლაში“ საშემოდგომო გამოფენაზე 62 მხატვრის ნამუშევარი გამოიფინა
FaceBook
საგამოფენო დარბაზში "ვარლა" ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიმართა.

წარმოდგენილი იყო 62 მხატვრის 132 ნამუშევარი - გრაფიკა, ფერწერა გამოყენებიი ხელოვნება და ქანდაკება.
გამოფენაში ყველა თაობის მხატვარმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 4-მა დებიუტანტმა.

გამოფენაში ქუთაისელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მხატვრები ჭიათურის, საჩხერის, ვანის, სამტრედიისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებიდან. "ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია რეგიონული გახდა მხატვრები მოგვემატა გამოფენაზე დარბაზი ვერ იტევს ამდენ ნამუშევარს და გაფართოება ჭირდება", - აღნიშნა ქუთაისის იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.

ვალერი მეძმარიაშვილი ინფორმაციით მომავალ წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში ფესტივალია დაგეგმილი "იმერული ფერები". იგი ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება, ხოლო შემაჯამებელი გამოფენა იქნება ქუთაისში.

Print