ახალი ამბები
ქუთაისში ჰუალინგის თავუსუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში ჰუალინგის თავუსუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა. ინდუსტრიულ ზონას თიზის სტატუსი 30 წლით განესაზღვრა.
თიზი 36 ჰა ტერიტიორიას იკავებს და დაყოფილია სამ ზონად - სამრეწველო, სავაჭრო და საცხოვრებელი.
დღეისათვის მასზე რამოდენიმე საწარმო ფუნქციონირებს. მათ შორის ხე-ტყის გადამამუშავებელი, ავეჯის და ქვის საწარმოები.

"ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, თიზში იგეგმება ელექტრო საქონლის, ტექსტილის და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების გახსნა იგეგმება.

საერთო ჯამში, 2045 წლამდე თიზ-ში "ჰუალინგ ჯგუფი" 45 მლნ. დოლარის ინვესტიციას განხორციელებს.

ჰუალინგის თავუსუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში რიგით მესამეა.
Print