ახალი ამბები
ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენაზე
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

მისივე თქმით, ფრენების აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Ryanair-თანაც და საკითხი მიმდინარე წელს გადაწყდება.

„საქართველო ადაპტაციის ეტაპზე გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი აკრძალვების მაგივრად ვაპირებთ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ეკონომიკა პანდემიის პარალელურად იმუშავებს, რაც საზღვრების მეტ გახსნილობას ნიშნავს. ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს, მაგალითად სექტემბერში 90-მდე ფრენაა დაგეგმილი.

უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizzair-ის რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით უსაფრთხო მიმართულებებით. ასევე აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს Ryanair-თან თუ რა თანმიმდევრობით აღდგება ფრენები, ესეც ასევე წელს განხორციელდება",- განაცხადა მინისტრმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან ფრენები აიკრძალა, თუმცა სექტემბერში საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა : გერმანია, ესტონეთი, ლატვა, ლიეტუვა და საფრანგეთი.ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლის გზით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.