ახალი ამბები
გიორგი გახარია - პირბადეები უნდა ვატაროთ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები უწევენ რეკომენდაციას
FaceBook
უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმა საერთაშორისიო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა, მიღწევაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ ეს რეიტინგი დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ეპიდემიოლოგებს აქვთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ - ბათუმში, თბილისში თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

"ჩვენ ეკონომიკის გახსნის ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, როგორც საერთაშორისო ფრენების, ასევე, შიგა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დაიწყება კლასებში და ბავშვები სრულად 15 სექტემბრიდან ივლიან სკოლაში. ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

ამიტომ შესაბამის სამინისტროებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რაც საკანონმდებლო დონეზეა დაწესებული. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა გახარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.