ახალი ამბები
ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება
FaceBook
18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განაცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.


"ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. შეხვედრა გვქონდა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდგომ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები, არცერთ შემთხვევაში, არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. ისევე როგორც აღსრულების არცერთი მექანიზმი და ღონისძიებები ამ თანხას არ შეეხება" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით შესაბამის პორტალზე 852 915 ბავშვია რეგისტრირებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.