ახალი ამბები
ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული.

გადაწყვეტილებას დაეთანხმა დაცვის  მხარეც. დაკავებულის ადვოკატის ესმა ნორაკიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუმცა, შესაძლებელია თუ არა, რომ დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზა, ადვოკატი ამაზე არ საუბრობს.

"მას ძალიან უჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო და ბოლომდე დაესწრო პროცესს. ის იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ჩვენ ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის თვალსაზრისით არ შევეწინააღმდეგეთ ბრალდებას", - ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ დავით სიმონიას თქმით, ბრალდებული თავის ჩვენებაში დანაშაულს აღიარებს. მისი თქმით, ამ და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე მას პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, კონკრეტულ მტკიცებულებებზე პროკურორს არ უსაუბრია.

ბრალდებულის პროცესის პარალელურად, დღესვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმ ორი პირის საქმის განხილვაც გაიმართება, რომლებიც ამავე საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის 45 წლის ბ. კ. სამართალდამცველებმა 18 ივლისს, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალად ედება მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. საქმეზე თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ბრალდებულის  ადვოკატი ამბობს, მუხლი დამძიმდა და  ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით შეიცვალა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

30 წლის ქალი 18 ივლისს.  საცხოვრებელ სახლში  მოკლეს, მას 20-მდე  სასიკვდილო ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. მეზობლების თქმით, ის შველას ითხოვდა, თუმცა, რეაგირება დაგვიანდა.

მკვლელობიდან 24 საათში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით 45 წლის  ქალი დააკავეს,  ხოლო მოგვიანებით, კიდევ ორი ადამიანის დაკავება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.



ამავე თემაზე:

ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებას სასამართლო დღეს შეუფარდებს

ქუთაისში, ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.