ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. 

სხდომაზე დასწრება პანდემიის გამო შეზღუდულია. პროცესს მხოლოდ ადვოკატები ესწრებიან. სხდომის დაწყებამდე მხარეების  უფლებადამცველებმა ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთეს.

ბრალდებულის  ადვოკატის ესმა ნორაკიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი დაცვის მხარის პოზიციაზე ჯერ არ საუბრობს.

"პოზიცია, შესაძლოა პროცესზეც შეიცვალოს, ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ადვოკატი.

სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახის  უფლებადამცველი ციცი ბაბუნაშვილი არ ეთანხმება მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას და ამბობს, რომ ბრალდებული, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"გამოვრიცხავთ ეჭვიანობას. ეს არის იმისთვის, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. იგი არის მეორე დღეს დაკავებული, იყო წინა დღის ნასვამი,შესაბამისად შემოწმებაზე ალკოჰოლი არ ამოუვიდოდა", - ამბობს ციცი ბაბუნაშვილი.

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის 45 წლის ბ. კ. სამართალდამცველებმა 18 ივლისს, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალად ედება მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. საქმეზე თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, მოგვიანებით  მუხლი დამძიმდა და  ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით შეიცვალა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.


30 წლის ქალი  საცხოვრებელ სახლში  18 ივლისს მოკლეს, მას 20-მდე  სასიკვდილო ჭრილობა დანით ქონდა მიყენებული. მეზობლების თქმით, ის შველას ითხოვდა, თუმცა, რეაგირება დაგვიანდა.

მკვლელობიდან 24 საათში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით  ქალი დააკავეს,  ხოლო მოგვიანებით, კიდევ ორი ადამიანის დაკავება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.



ამავე თემაზე:

ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებას სასამართლო დღეს შეუფარდებს

ქუთაისში, ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.