პოლიტიკა
ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ქარქაშაძემ  მერის მოადგილის პოზიცია ნინო თვალთვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიკავა.

მერის ახლადდანიშნული მოადგილეს ამ დრომდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა. იყო ავიაკომპანია "ავიატორი +" ის ადმინისტრაციული მენეჯერი.

2014-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდა.

ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო თვალთვაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი კვირის წინ თანამდებობა დატოვა.

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, როცა გიორგი ჭიღვარიამ  მერის პოსტი დატოვა,  მოგვიანებით კი, ასევე, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს მერიის ადმისტრაციული,  ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსებმაც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.