ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრი, სეზონის ბოლო სპექტაკლს, ღია სივრცეში გამართავს
FaceBook
ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სეზონს სპექტაკლით „ნაცარქექია“ დახურავს.

72-ე სეზონის ბოლო სპექტაკლი 22 ივნისს ღია სივრცეში, მონპლაზირის მხრიდან, თეატრის კიბეებთან გაიმართება.

"მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი. ქუჩაში და ღია სივრცეში სპექტაკლების ჩატარების გამოცდილება თოჯინების თეატრს დიდი აქვს. არც ერთ საქალაქო ღონისძიებას არ ჩაუვლია ისე, რომ ქუჩის წარმოდგენლები არ გაგვემართოს, ამიტომ ამ სპექტაკლის ღია სივრცესთან ადაპტირება არ გაგვიჭირდება“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

სპექტაკლის ჩვენება 20 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. 

თეატრი ახალ სეზონზეც სპექტაკლების ღია სივრცეში გამართვას გეგმავს.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო თოჯინების თეატრმა მუშაობა 2 მარტს შეწყვიტა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.