ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტში (ფოტო)
FaceBook
ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერა. ვიზიტის შესახებ უცნობი იყო მედიისთვის.

ფოტოები მოგვიანებით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფესიბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.




ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ე.წ. მუხრანის დასახლებაში, საუნივერსიტეტო კომპლექსის რამდენიმე კორპუსი თითქმის დასრულებულია, შენობების ნაწილის ამოყვანა კი ახლა გრძელდება.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებდა.

მოგვიანებით, სამშენებლო პროცსის ვადამ 2020 წლისთვის გადიწია, დაანონსებული 60 000 სტუდენტის ნაცვლად კი, წელს უნივერსიტეტი მხოლოდ 1000 სტუდენტის მიღებას გეგმავს.
Print