პარლამენტმა საკონსტიტუციო
ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე
პროპორციით ჩატარდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა.
პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული
საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი
ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ
მექანიზმსაც.
პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული
სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის
დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და
მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის
გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება
მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა
პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ
საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი
გადალახეს.
კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების
საკითხიც. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად,
პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების
საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ხმების პროცენტული
მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური
პარტიების რაოდენობის ნამრავლს შეადგენს.
მანდატები, განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო
ბლოკებზე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30
ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
იმერეთის რეგიონში ოთხი ოლქი შეიქმნება: ერთი - ქუთაისის
მუნიციპალიტეტში; მეორე - საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის
მუნიციპალიტეტები; მესამე - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და
ბაღდათის მუნიციპალიტეტები; მეოთხე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა
და ხონის მუნიციპალიტეტები
კანონპროექტს, პარლამენტის 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
წინააღმდეგი იყო 5 დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები