იმერეთის მასშტაბით ოთხი
საკარანტინე სივრციდან ორი დაიხურა.
ხუთი ივნისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სავალდებულო იზოლაციაში
180 პირი რჩება. საკარანტინე
სივრცეები მხოლოდ საირმესა და წყალტუბოში მოქმედებს.
თვითიზოლაციაში არც ერთი პირი არ იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, ქუთაისის
ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 200-ზე მეტი
ადამიანი გამოიკვლიეს და ვირუსი არც ერთ მათგანს
დაუდასტურდა.
იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე მხოლოდ
სამი პაციენტი მკურნალობს. სამივე ქუთაისის ახალ ინფექციურ
საავადმყოფოში იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 805
ადამიანია ინფიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები