ახალი ამბები
მერია „გვირილობის“ დღესასწაულზე დაზოგილი თანხის დახარჯვას ჯერ არ აპირებს
FaceBook
ქუთაისის მერიას ჯერჯერობით არ აქვს გეგმა, როგორ და რა პროგრამებზე გადაანაწილებს გვირილობის დღესასწაულზე დაზოგილ 100 000 ლარს.

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული თანხის ხარჯვის საჭიროება არ არის.

"როგორც კი იქნება საჭირო ამ თანხის განკარგვა, ბიუჯეტში შევა შესაბამისი ცვლილება. ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ დგას", - აცხადებენ მერიაში.

ქუთაისის ბიუჯეტში 100 000 ლარის ეკონომია, პანდემიის გამო ჩაშლილი გვირილობის დღესასწაულის ხარჯზე გაკეთდა. მერიაში მაშინ ამბობდნენ, რომ დაზოგილ თანხას სხვადასხვა პროგრამაზე გადაანაწილებდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლება ამ თანხის დახარჯვას, ჯერჯერობით, არ აპირებს. ეს მაშინ, როცა ქალაქში უამრავი სოციალურად გაჭირვებული და პანდემიით დაზარალებულია.

ქუთაისის მერიას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს ოპოზიცია. პარტია "თავისუფალი საქართველო" პანდემიის პირობებში ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას არაპრიორიტეტულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მერია ამ თანხით სოციალურად გაჭირვებულებს უნდა დაეხმაროს, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კი ქალაქის ხელისუფლებას მოუწოდებს, პანდემიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ბიუჯეტში ხუთი მილიონი ლარი გამოყოს.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
13:01 / 29.11.2024
ქუთაისში პროტესტი გრძელდება.
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე
წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
11:29 / 29.11.2024
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მიშა მუმლაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.