ახალი ამბები
''კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გაზრდილია " - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
FaceBook

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია.



დაავადებათა კონტროლის დეპარტამენენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო მამუკაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტვს, რომ  ქვეყანაში  კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მომატებულია.

''ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსი და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც გავრცელების რისკი მომატებულია'', -  განაცხადა ნინო მამუკაშვილმა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ.

საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.

ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია

 

 

Print