ახალი ამბები
19 თებერვალს, ქუთაისში მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
დღეს, ქუთაისში, აბონენტებს  წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვიცენტრი ავრცელებს.


კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს რამდენიმე ავარიული დაზიანება მოხდა, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფი და კონტრაქტორი კომპანია მუშაობს.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, დღის მეორე ნახევრიდან წყალმომარაგება აღდგება.

Print