ახალი ამბები
ინტერვენციული ცენტრის პირველი კომენტარი ორსული ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
FaceBook
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი 32 წლის ორსული ქალის კლინიკაში დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 


ინტერვენციული კლინიკის დირექტორის, თამარ ჯანელიძის თქმით, ორსული ქალი რვა თებერვალს, დაახლოებით 18:00  საათზე კატასტროფის სამსახურმა შემოიყვანა. მისივე თქმით, ქალი 20 კვირის ორსული იყო.

"იყო მძიმე მდგომარეობაში, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. ჩვენთან შემოყვანისას, დადასტურდა, რომ ნაყოფი გარდაცვლილი იყო. ჩვენების მიხედვით გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩააუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადავაგზავნეთ შემოწმებაზე. სავარაუდოდ, არის ვირუსული ინფექცია, მაგრამ ველოდებით ანალიზის პასუხს, რომელიც გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობს თამარ ჯანელიძე. 

ფეხმძიმე ქალი ონიდან არის. ის თავდაპირველად ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქუთაისში რვა თებერვლის ღამეს გადმოიყვანეს. ცხრა თებერვალს, დილით კი გარდაიცვალა. 

მას  ორი შვილი, ორი და ოთხი წლის მცირეწლოვანი დარჩა.


Print