ახალი ამბები
ბაღდათში, ტრაგედიის შემდეგ, ოჯახის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა
15:18 / 04.02.2020
ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში
გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის მეუღლემ და ბავშვების
მამამ თვითმკვლელობა სცადა.
"ჩემი ძმისშვილია, წუხელ ეს ყველაფერი, რომ მოხდა გონზე არ იყო,
თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ შეუშალა ხელი და ბიძაშვილთან,
სოფელ წითელხევში წაიყვანა, ახლაც შოკურ მდომარეობაშია, საუბარი
არ შეუძლია", - ამბობს ოჯახის ნათესავი გურამ გორგოძე.
ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე 3 თებერვალს გვიან, ღამით მომხდარ
ტრაგედიას ორსული ქალი , 4 მცირე წლოვანი ბავშვი და ოჯახის ახლობელი
ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე გარდაცვლილი ბავშვების
ბებიაა.
სახლი სადაც ტრაგედია მოხდა 8 ადამიანი ცხოვრობდა, გარდაცვლილი ქალის
მეუღლე და დედა ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, ამჟამად ისინი
ნათესავთან, სოფელ წითელხევში არიან.
ამავე თემაზე:
ბაღდათში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა
ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი
ემსხვერპლა
ბაღდათში, ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან
ბაღდათის მერია: ოჯახს არ ქონია სოციალური დახმარება მოხსნილი
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ საპროტესტო აქცია
გააუქმა
მასალის გამოყენების პირობები