ახალი ამბები
ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომანქანები იპატრულირებენ
11:23 / 25.12.2019
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის
სამსახურის თანამშრომლები ქალაქის ქუჩებში მონიტორინგს ავტომანქანებით
განახორციელებენ.
ზედამხედველები კონტროლს გაუწევენ პარკირების წესების,
გარევაჭრობის, რეკლამის განთავსებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული
ნორმების დარღვევას.
თანამშრომლები ობიექტზე გავლენ მოქალაქის მიერ კონკრეტულ
სამართალდარღვევაზე შეტყობინების მიღების შემთხვევაშიც.
ავტომანქანების პრეზენტაცია მერიამ დღეს გამართა.
ქალაქის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის სულ ოთხი
ავტომანქანა იმოძრავებს.

მასალის გამოყენების პირობები