ახალი ამბები
წყალტუბოში სანატორიუმი "მეშახტე" ისევ იყიდება
12:59 / 23.12.2019
წყალტუბოში არსებული სანატორიუმი
"მეშახტე" $7,000,000-ად იყიდება.
შვიდ მილიონ დოლარად სანატორიუმი საერთაშორისო აუდიტორიული
კომპანია BDO-ს მიერ შეფასდა.
"მეშახტე" 2015 წლის სექტემბერში შპს "ქეი ბი ფი თბილისმა" იყიდა,
თუმცა საჯარო ინფორმაციიდან მიღებული ინფორმაციით, სანატორიუმის
მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელი "ჯი ინთერნეშენალ ჰოლდინგი"
იყო, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ეკუთვნოდა.
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს
სანატორიუმებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი
ყიდულობს.
"თანაინვესტირების ფონდის" ინფორმაციით, წყალტუბოში არსებული 22
სანატორიუმიდან 7 პრივატიზებულია, 15 სახელმწიფოს საკუთრებაშია და
სწორედ მათ განვითარებაზეა გეგმის ფარგლებში საუბარი. დეტალური კვლევა
2014 წელს ჩატარდა 16 შენობაზე, აქედან ოთხი სრულად უნდა დაინგრეს,
ხოლო დანარჩენის რეკონსტრუქცია ისე მოხდეს, რომ იერსახე
შეინარჩუნონ.
ასევე, 14 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა
მიენიჭოს. სამუშაოები ერთ ფაზად ჩატარდება და მათი დასრულება 2024
წლისთვის იგეგმება. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 620-დან 865
მილიონ აშშ დოლარამდეა.
ამავე თემაზე:
კურორტი ომის 27 წლიანი კვალით (ფოტოამბავი)
წყალტუბო დღეს (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები