ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ქუთაისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით იმერეთის რეგიონში  10-15 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო მინიმალური, ღამით -2 -3.

''16-17 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, შესაძლოა გაწვიმდეს, მაღალმთიან რეგიონებში იქნება თოვლი,18 დეკემბრიდან, დღის მეორე ნახევარში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და კვირის განმავლობაში შენარჩუნდება უნალექო ამინდი''-, აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

დასავლეთ საქართველოში, მაღალმთიან რეგიონებში დღისით 2- 5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით -5-7 გრადუსი.
Print