ახალი ამბები
“ორშაბათის თათბირზე, სავარაუდოდ, განვიხილავთ“ - სამტრედიის მერია სოფიკო კიკაჩეიშვილის პოსტიდან გათავისუფლებაზე
FaceBook

სამტრედიის სოფელ მელაურის რწმუნებული, სოფიკო კიკაჩეიშვილი, რომელმაც რუსთაველზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს სოციალურ ქსელში  შეურაცხმყოფელი ტექსტით მიმართა, პოსტზე რჩება.


სამტრედიის მერიას მისი  გადაყენების საკითხი ამ დრომდე არ განუხილავს.


სოფიკო კიკაჩეიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი საკრებულოს ოპოზიციამ 2 ივლისის საკრებულოს სხდომაზე დააყენა, რასაც ხმაური მოჰყვა.

დეპუტატებმა სოფიკო კიკაჩეიშვილის გადაყენების მოთხოვნით სამტრედიის მერს, ვალერი ფოცხვერიას წერილითაც მიმართეს.


სამტრედიის მერიაში ამბობენ, რომ მერი სოფლის რწმუნებულებს ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ხვდება, თუმცა,   2 ივლისს თათბირი არ ჩატარებულა, რადგან ვალერი ფოცხვერია ქუთაისში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდა.



როდის დადგება  დღის წესრიგში სოფიკო კიკაჩეიშვილის პოსტიდან გადაყენების საკითხი, ზუსტად არ იციან.


„მომდევნო ორშაბათს ,9 ივლისს სავარაუდოდ,  იმსჯელებენ ამაზე. როგორც წესი, თათბირს ყველა სოფლის რწმუნებული ესწრება და ალბათ, სოფიკო  კიკაჩეიშვილიც იქნება“, - ამბობს მიხეილ ლეჟავა.

 


 

Print