ახალი ამბები
ქუთაისის მერია დამცავი კედლების მოსაწყობად 22 146 ლარს დახარჯავს
FaceBook
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სამუშაოების ხელშეკრულების დადებიდან 55 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

ქუთაისის მერიამ  საცხოვრებელი სახლების დამცავი კედლების მოსაწყობად ელეტქრონული ტენდერი გამოაცხადა. ორი ობიექტის ამორტიზებული კედლის მშენებლობისთვის მერიას   22 146 ლარი აქვს განსაზღვრული.
ბაზაძის ქუჩის №1 და №3 სახლებთან და გოგოლის ქუჩის №83ა - სწორედ ამ მისამართებზე გეგმავს მერია დამცავი კედლების მოწყობას. აღნიშნული კედლების მოსაწყობად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი 6 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადების მიღება კი 22 აგვისტოს იწყება.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სამუშაოების ხელშეკრულების დადებიდან 55 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს.
Print