ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო კონცერტი რობი კუხიანიძის, ქეთათოსა და ლუკა ზაქარიაძის მონაწილეობით გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, 31 დეკემბერს გამართულ საახალწლო ღონისძიებებს გალა- კონცერტი დაასრულებს.

კონცერტი ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კუთხეში გაიმართება.მასში მონაწილეობას რობი კუხიანიძე & "აუთსაიდერი",ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე მიიღებენ.

კონცერტი ელექტრონული მუსიკით გაგრძელდება, სადაც საკუთარ შემოქმედებას DJ თადე, DJ კურა და DJ ზურკინ-ი წარმოადგენენ.

Print