ახალი ამბები
ტყიბულში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა
FaceBook
ტყიბულის N57 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.

15 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 9635-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,22 % - ია.

“არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება. ამ დრომდე მხოლოდ ორი საჩივარი ფიქსირდება”,- ამბობს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატო კენჭოშვილი.

კომისიაში შესული საჩივრები ფარულად ხმის მიცემის წესის უგულებელყოფას და ვადაგასული პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობას ეხება.

ტყიბულში სულ 21 781 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print