ახალი ამბები
"ჯადოსნური ღამე" საჩხერეში
FaceBook
25 აგვისტოს, საჩხერის სოფელ არგვეთში "ჯადოსნური ღამე" გაიმართება. 

მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში დაგეგმილ ღონისძიებაზე ამერიკაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი ლევან შენგელია დაუკრავს. საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან,  ასევე, ამერიკაში მოღვაწე მომღერალი  ნინი შერმადინი და პიანისტი და კომპოზიტორი ირაკლი შარაძე.

ღონისძიება 20:30 საათზე დაიწყება.

"ჯადოსნური ღამის" ორგანიზატორები არიან საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის თეატრი "პაოლო" და მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი.

ლევან შენგელიას კონცერტი  „ჯადოსნური ღამე“  - მუსიკალური მიძღვნა მუხრანს, სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში გასულ წელსაც ჩატარდა.



Print