ახალი ამბები
2014-2015 წლებში საქართველოში გაჩენილ ხანძარს ასობით ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2015 წელს საქართველოში ხანძრების 3 572 შემთხვევა დაფიქსირდა.
შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2010-2015 წლების კველვის მიხედვით, 2015 წელს ხანძრის შედეგად 67, ხოლო 2014 წელს 68 ადამიანი დაიღუპა. 2014 წელს ხანძრის შედეგად 525, ხოლო 2015 წელს 622 შენობა განადგურდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2014-2015 წლებში საქართველოში ხანძრების გამომწვევ ძირითად მიზეზებად ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა და ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა სახელდება.

ამავე წლების მონაცემებით, ხანძრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში შემდეგ კახეთსა და იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.



რაც შეეხება, იმერეთის მუნიციპალიტეტების ცალკეულ რეგიონებს, 2014 წელს ხანძრის ყველაზე ხშირი შემთხვევა ქუთაისში (84 ობიექტი) დაფიქსირდა. შემდეგ ჭიათურაში 78. ხოლო 2015 წლის მონაცემებს, იმერეთის რეგიონში ხანძრების შემთხვევებით კვლავ ქუთაისი ლიდერობს 75  ფაქტი,  ჭიათურაში 64 და წყალტუბოში 59 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს მასშტაბით მოხდარი ხანძრების შედეგად 2014 წელს 98 მამაკაცი და 34 ქალი დაიღუპა, მკვეთრად არის გაზრდილი დაღუპულთა რაოდენობა 2015 წელს, როდესაც ხანძარს 134 მამაკაცის და 35 ქალი სიცოცხლე შეეწირა.


Print