სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო
ბაღი დააჯარიმა.
ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო,
ქალაქში ორი ბაღი, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო
ბაღები დაჯარიმდნენ.
თითოეული ბაღის საჯარიმო თანხა 400 ლარის ოდენობით განისაზღვრა,
რომლის გადახდაც სუსათის, კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ან სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებათა გაერთიანებას, მოუწევს.
ტყიბულში სულ 14 საბავშო ბაღია. აქედან, 6 ქალაქში, ხოლო
დანარჩენი სოფლებში მდებარეობს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყიბულში საბავშო ბაღების
შემოწმება მიმდინარე წლის 23 მაისს დაიწყო და ამ დრომდე
გრძელდება. შესაბამისად, ტყიბულში დაჯარიმებული საბავშვო ბაღების
რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. რაც შეეხება, დაჯარიმებულ
ბაღებს, მათ დაფიქსირებული ხარვეზი მიმდინარე წლის 1
სექტემბარმდე უნდა შეძლონ.
რა წერია დასკვნაში და რა დარღვევებზეა საუბარი ქუთაისიპოსტი თემაზე
მუშაობას აგრძელებს და ინფორმაციას მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები