რეგიონი
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
FaceBook
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის რისკს და ასევე, მეთანის აფეთქების საშიშროებას მინიმუმამდე დაიყვანს.

საქნახშირის გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი განმარტავს, რომ ამასთანავე სისტემა მოიცავს ადამიანების პერსონალიზაციას. თითოეულ მეშახტე სამუშაოდ გასვლის წინ აღიჭურვება ეკიპირებით, რომელსაც თავისი ნომრიანი ინდივიდუალური ჩიპი აქვს. მათი მონაცემი ავტომატურად გადაეცემა უბანზე დამონტაჟებულ მონიტორებს და საოპერატორო სამსახურს, რომელიც ზუსტად აფიქსირებს თუ რომელ უბანზე იმყოფება კონკრეტულად ესა თუ ის მეშახტე.

"თუ რომელიმე უბანზე ხდება დაგეგმილი აფეთქება, ოპერატორი ხედავს ზემოდან ყველა იქ მომუშავე პერსონალს, იცის მათი სახელი და გვარი, სად არიან ისინი კონკრეტულად, გამოყვანილია თუ არა ამ უბნიდან და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაძლევთ აფეთქების ნებართვას," - განმარტავს ჯამბულ ჯაყელი.
შახტაში ოთხივე საექსპლუატაციო უბანზე, ზღვის დონიდან 400 მეტრ სიღრმეზე, 23 თანამედროვე მონიტორი დამონტაჟდა, რომელიც მეშახტეების პერსონალიზაციას ახდენს.





მინდელის შახტაში ყველა უბანზე დამონტაჟებულია სპეციალური სენსორები, რომელიც ადგილზე აჩვენებს ნახშირჟანგის მომატებას და დასაშვებზე მეტი რაოდენობის შემთხვევაში, წითელი მაშუქით ინთება, რის შემდეგაც ხდება ვენტილაციის ჩართვა და უბნის განიავება.

უსაფრთოების ახალი სისტემის დანერგვა ტყიბულის შახტაში გასული წლიდან დაიწყო. მავნე და ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის ავტომატური კონტროლის, პერსონალის დეტექციის და მონიტორინგის სისტემის დასამონტაჟებლად მინდელის შახტისთვის სპეციალური სქემა შემუშავდა, რაზეც უკრაინელმა და ჩინელმა სპეციალისტებმა იმუშავეს. უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის დანერგვაზე 1 200 000 დოლარი დაიხარჯა.

საქნახშირის გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სისტემას ხუთი ახალი პროგრამა დაემატება, მათ შორისაა ავარიული გამთიშველები.



ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო შემთხვევა მინდელის შახტში 5 აპრილს გამთენიისას მოხდა, როდესაც ნგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სამი, 13 შვილი კი დაობლდა.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.