საპროტესტო აქცია გაიმართა ზესტაფონში.
გამგეობის შენობის წინ შეკრებილებმა მერის გადაწყვეტილება
გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება 25 თანამშრომელ აღარ
გაუგრძელდა. საუბარია, ძირითადად ზესტაფონის სოფლებში
დასაქმებულ სპეციალისტებსა და მთავარ სპეციალისტებზე. აქციის
მონაწილეები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ
გადაწყვეტილება უკანონოა.
,,დღეს გავიგე, რომ სამსახურიდან გამიშვეს. ხელშეკრულება აღარ
გამიგრძელეს. ორი სპეციალისტიდან ერთი დატოვეს, რომელიც დეპუტატის
ცოლია ", - განმარტა აქციის მონაწილე ელზა ნებიერიძემ.
ზესტაფონის მერის პირველი მოადგილის დავით ჩირგაძის თქმით
რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა 19 შტატი, დანარჩენ შტატებზე
კი, კონკურსი გამოცხადდება.
მასალის გამოყენების პირობები