ინფოგრაფიკა
იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების ხელფასები და პრემიები (ინფოგრაფიკა)
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი ხელფასი ხარაგაულის გამგებელმა და ამჟამად პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა 2015 წელს მიიღო.

ამ წელს მას ხელფასის სახით 32 463 ლარი, ხოლო 2014 წელს 7 950 ლარის დანამატი ერგო.

თუმცა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განმარტეს, რომ 2015 წელს გამგებელს ხელფასზე შეცდომით დაერიცხა 663 ლარი, რომელიც მომდევნო წლის პირველივე თვეში დაექვითა.

მიღებული პრემიის ოდენობით გამოირჩევა ზესტაფონის გამგებელი, ტარიელ თუთარაშვილი, რომელმაც 2015 წელს პრემია სამჯერ აიღო და ჯამში 7 950 ლარი შეადგინა.

რა რაოდენობის ხელფასი და პრემია მიიღეს 2014-2017 წლებში იმერეთის გამგებლებმა ქუთაისიპოსტმა თითოეულ მუნიციპალიტეტს წერილობით მიმდინარე წლის 24 აგვისტოს მიმართა.

საანგარიშოდ, 2014 წლის 15 ივნისიდან (თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი) 2017 წლის 15 ივლისამდე პერიოდი ავიღეთ. მუნიციპალიტეტების გამგებლები სწორედ ამ დროიდან შეუდგნენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას.

2016 წელს იმერეთში გამგებელი სამ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ჭიათურასა და ხარაგაულში შეიცვალა. შესაბამისად, ჩვენს მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში ამავე წლის გრაფაში ყოფილ და მოქმედ გამგებლებზე გაცემული ხელფასები შევაჯამეთ. თუმცა, ცალცალკე მათი სახელფასო ანაზღაურება განსხვავებულია.

მაგალითად, ხარაგაულის ყოფილი გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი ამ თანამდებობას 2016 წლის 9 აგვისტომდე იკავებდა. ამავე წლის იანვრიდან აგვისტომდე მან ხელფასის სახით 18 694 ლარი მიიღო. ნიკოლოზ თოფურიძე კი, რომელმაც ლურსმანაშვილი შეცვალა, 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში 3 483 ლარით ანაზღაურდა.

ჭიათურის შემთხვევაში, ყოფილი გამგებელი, სულხან მახათაძე დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 10 აგვისტოს გათავისუფლდა, ამიტომ ამავე წლის იანვარ-აგვისტოში მისი ხელფასი 19 357 ლარს შეადგენდა. 16 ოქტომბერს ჭიათურაში ახალი გამგებელი, ზურაბ კუპატაძე დაინიშნა, რომელმაც დანიშვნიდან წლის ბოლომდე ხელფასის სახით 2 650 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ბაღდათს, ყოფილ გამგებელს ირაკლი გეგეშიძეს უფლებამოსილება 2016 წლის 24 ნოემბერს შეუწყდა. გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წელს მან სულ 5 თვის ანაზღაურება მიიღო, რაც ჯამში 12 720 ლარს შეადგენს. გამგებლის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა, არჩილ გოგსაძემ კი 2016 წლის 24 ნოემბრიდან წლის ბოლომდე ხელფასად 3 268 ლარი მიიღო.

აღსანიშნავის, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც 2014-2017 წლებში თანამდებობის პირებზე პრემია და დანამატი საერთოდ არ გაცემულა.

რამდენი ლარი მიიღეს ხელფასის და პრემიის სახით იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა იხილეთ ინფოგრაფიკაში:





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პანდემიის შემდეგ გახსნილ
ბაზარში ფასი მოვაჭრეებმა თითქმის ყველა პროდუქტზე გააორმაგეს.
15:39 / 20.05.2020
ქუთაისში პანდემიის შემდეგ გახსნილ ბაზარში ფასი მოვაჭრეებმა თითქმის ყველა პროდუქტზე გააორმაგეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
17:48 / 27.02.2020
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.