ახალი ამბები
ქუთაისში არასამთავრობო სექტორი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციები რიონის სანაპიროზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, კაფე-ბარ  "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ გაერთიანებული არასამთვრობო ორგანიზაციები, საკრებულოს თავმჯდომარეს  რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვენ. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კაფე-ბარის მშენებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს საჯაროდ უნდა გაეცეს პასუხები. 

"მურღულიამ მოიტყუა, თითქოს გზების დეპარტამნეტისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს  მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდათ, რაც არაა სიმართლე. ერთმა აღიარა, რომ არ შეუსწავლია, მეორეს კი, საერთოდ არ გაუცია ნებართვა, რადგან ეს არ იყო მათი კომპეტენცია. ნებართვების გაცემაზე პასუხისმგებლობა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკისრება,თუმცა, მან სხვა უწყებებს გადაუნაწილა ეს პასუხისმგებლობა. მოვითხოვთ,  საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ეს საკითხი ღიად იქნეს განხილული", - განაცხადა ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის  "ევროპა ჩვენი სახლია"  წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა, რომელმაც შესაბამისი ინფორმაცია უწყებებიდან პირადად გამოითხოვა. .  

" ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე შესწავლის საჭირობა არ ყოფილა, ვინაიდან ქუთაისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით,  ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი  მდებარეობს ჭალის ზედა ტერასაზე, რომელიც გამოყოფილია სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონისგან ბეტონის კდელით.   სამშენებლო საქმიანობის საკითხის განხილვა სცილდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციას", -  ნათქვამია თორნიკე ბარათაშვილისთვის საგზაო დეპარტამენტიდან  მიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს საჯარო ინფორმაციის ხელისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყენებაზე პასუხისმგებელი პირი აწერს ხელს.

რაც შეეხება, კიდევ ერთ უწყებას რომელსაც  ამ შემთხვევაში სამშენებლო ნებართვა უნდა  გაეცა, ბარათაშვილი  განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ. თუმცა, მისივე თქმით, მას ზეპირ საუბარში   მშენებლობაზე  ნებართვის გაცემა დაუდასტურეს, მაგრამ უთხრეს,  რომ  მიმდებარე ტერიტორია შესწავლილი არ ჰქონდათ.


"ეს ზეპირი საუბარი დადასტურებული იქნება ოფიციალურ წერილშიც, რომელსაც ველოდებით სააგენტოდან", - აღნიშნავენ "ევროპა ჩვენი სახლიას " წარმომადგენლები.

არასმთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გამართვის თხოვნით  წერილითაც მიმართავენ.   საკრებულოში კი  განმარტავენ, რომ  საკითხს  ოფიციალური  მოთხოვნის შემდეგ განიხილავენ. 

არასამთავრობოთა  პროტესტს ადგილობრივი თვითმმართველობა  გამოეხმაურა. მერიის არქიტექტური სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი  წერილში განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. 

ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავის ფორმის კაფე-ბარ "არგოს"  მშენებლობას შპს "ანასტასია" ახორციელებს.

მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს

ეს ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.