საზოგადოება
„კეკლუცობის შედეგები“ ქართულ ენაში და „მოდად ქცეული ბარბარიზმები“
FaceBook
ქართულ ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების წინააღმდეგ გალაშქრებას, ენის დაცვის მიზნით, ბოლო დროს მოქალაქეები სხვადასხვა კამპანიის საშუალებით ცდილობენ.

იდეის ავტორმა, ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა ბრძოლა ქართულ ენაში დამკვიდრებულ ბარბარიზმებს გამოუცხადა. აქციამ დიდი პოპულარობა და გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. მათ შორის ქუთაისშიც.
რადიო "ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი, ქეთი ბერძენიშვილი მათ შორის ერ-ერთი იყო, რომელმაც ქართული ენის დასაცავად ბრძოლა ბარბარიზმებს გამოუცხადა.
"ქართული ენა, მცირე ენების რიცხვში შედის, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიაზე (გეოგრაფიულად) ხდება. ვინაიდან ენები, ყოველთვის განიცდიან სხვა ენებიდან შემოტანილი სიტყვების დამკვიდრებას, ამიტომ დროთა განმავლობაში ხდება მათი დამკვიდრება და ასიმილირება, რაც იწვევს იმ ძველი სიტყვის მნიშვნელობის განდევნას" - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.
ქეთი ბერძენიშვილი იმ საფრთხეებზე მიანიშნებს, რომლებზედაც დღეს ენათმეცნიერები, ქართული ენის სპეციალისტები საუბრობენ.
"მეც ფილოლოგი ვარ, გრამატიკოსი და სამწუხაროდ ხშირად მხვდება ენობრივი ნორმების დარღვევები, რაც მკვიდრდება და ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება საგანმანათლებლო დაწესებლებებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში და მით უფრო უნივერსიტეტებში ხშირია დამახინჯებული ფორმებით მეტყველება," - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი და პრობლემის გადაჭრის გზად ყველა ფაკულტეტზე ქართული ენის, როგორც მეტყველების კულტურის შემოღებას მიიჩნევს.
"მედიაშიც და ზოგადად, ძალიან ხშირად გვხვდება ბარბარიზმების გამოყენება. გარკვეულ მოდადაა ქცეული და თუ სხვა ენიდან (უფრო მეტად ინგლისური) შემოტანილ ტერმინოლოგიებს გამოვიყენებთ, ამით თითქოს საკითხის ცოდნას უფრო ვამტკიცებთ. მედიის წარმომადგენლების მხრიდან ასევე ხშირია პირსა და რიცხვში შეუთანხმებელი ფორმების გამოყენება. წინადადებების არასწორად დალაგება. იმისთვის, რომ ქართული ენა არ დაკნინდეს და სწორ წერასა და მეტყველებას მიეჩვიონ, აუცილებელია ყველა ფაკულტეტზე, განსაკუთრებით ჟურნალისტიკა, იურიდიული, ისწავლებოდეს ქართული ენა, ასევე მეტყველების კულტურა," - აცხადებს "ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ონისე ჯანაშიას თქმით, ქართული ენის დანაგვიანება ინგლისური ენის ნახევარმცოდნეთა კეკლუცობის შედეგია. ის, ასევე, რუსული ენიდან შემოსულ ბარბარიზმებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელთაც ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურ საუბარში.
"მაშინ რა სიტყვებიც შემოვიდა, ყველას ანალოგი იყო ქართულში, თუმცა ყოფა-ცხოვრებაში მაინც კარგად მოიკიდა ფეხი "სტოლმა", "პოლმა", "პლოცკომ" და ა.შ. რაც შეეხება ინგლისურს, არის ტერმინოლოგია და ცნებები, რომლებსაც ამ ეტაპზე ქართულ ენაში არ მოეპოვება ექვივალენტი, ამაზე უნდა მუშოაბდნენ ენათმეცნიერები და ლექსიკოკრაფები, კონკრეტული დარგის სპეციალისტები და აქართულებდნენ ტერმინებს. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მუშაობს დღეს ამ საკითხზე. და სანამ არ გვექნება გაქართულებული ტერმინოლოგია, მანამ მოგვიწევს უცხოური და ძირითადად, ინგლისურენოვანი ტერმინოლოგიის გამოყენება. თუმცა, მისთქოლის ნაცვლად ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ გამოტოვებული ზარი," - ამბობს სტუდენტი.
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი მარი ჯინჯოლია სოციალური ქსელების უარყოფით გავლენაზე მიუთითებს, რომელიც მისი თქმით, გარკვეულწილად ამახინჯებს ჩვენს ლექსიკას.
"რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალურ მედიას ვერ დავაბრალებთ ამ შედეგს. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდების უმეტესობას ნაკლები შეხება აქვთ ლიტერატუტასთან. შედეგად გვაქვს ის, რომ დღეს ბავშვები წერისას ც-ს ნაცვლად წ-ს იყენებენ ავტომატურად, მაგალითად: მცერალი, ტეფში და ა.შ," - ამბობს მარი ჯინჯოლია.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში უკვე შექმნილია გვერდი "დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისაგან" , სადაც შეხვდებით სიტყვების სწორი და არასწორის ფორმებია აღნიშნული. მაგალითად: კლიონკა - მუშამბა, ლუსტრა- ჭაღი, შლაგბაუმი-ხერგილი, პერერივი- შესვენება და ა.შ.

ლანა კოკაია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.