ქუთაისში ავტომობილის გაქურდვის მიზნით, უცნობმა პირებმა ქუჩაში
მდგომი ავტომანქანის მინა ჩატეხეს.
შემთხვევა
გუშინ, საღამოს
საათებში მოხდა. მძარცველებმა ავტომობილის წინა
სავარძელზე, არსებული ხელჩანთა მოიპარეს.
"რადგან მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა
კვლავ გამეორდეს, ამიტომ მანქანის მეპატრონეები კარგი იქნება, თუ
ხელჩანთებს, ან სხვა რაიმე ნივთებს, არ დატოვებენ ავტომობილში," -
ამბობენ ქუთაისში მცხოვრებელები.
ძარცვის მიზნით, ავტომობილის გატეხვის მცდელობის კიდევ ერთ ფაქტზე
მიუთითებენ.
როგორც ქუთაისში მცხოვრებლები ამბობენ, ერთი კვირის წინ ავტომობილის
გატეხვა ნიკეას ქუჩაზე სცადეს. თუმცა ავტომობილი და ავტომობილის
მფლობელიც აღნიშნულ შემთხვევაში ე.წ სიგნალიზაციამ დაიცვა,
მძარცველებმა კი მიმალვა მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები