ქუთაისში, მდინარე ოღასკურაში ბეტონი დაასხეს.
საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე მიედინება.
როგორც ადგილზე მყოფი მუშები ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებენ,
კალაპოტის დაბეტონება იმ მიზნით მოხდა, რომ თავიდან იქნას აცილებული
მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვება. მათი თქმით,
მდინარეს, ასევე, გაუკეთდება ბეტონის ჯებირები. ადგილზე
აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება ერთის მხრივ ხელს
შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორეს მხრივ კი ბეტონის ჯებირები
დაიცავს მას კალაპოტიდან გადმოსვლისგან.
სპეციალისტები ოღასკურას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მდინარედ მიიჩნევენ
ქუთაისში. უხვი ნალექის დროს მდინარე დიდდება, რის გამოც ქალაქის
ქუჩები იტბორება.
მასალის გამოყენების პირობები