პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
გოგი წულია, ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორს
თანამშრომლების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ბადრი ვაშაკიძეს პროკურატურაში ხელწერილიც აქვს
დაწერილი.
"დანა აქვს უჯრაში და თანამშრომლებს ემუქრება. მაქვს დადასტურებული
ინფრომაცია, რომ პროკურატურაშიც დააწერინეს ხელწერილი, რომ კაცს არ
მოკლავს",-ამბობს გოგი წუალია.
ბრალდებას უარყოფს თავად ბადრი ვაშაკიძე და წულაიას პირადი მოტივით
ზეწოლაში ადანაშაულებს.
"რად მინდა უჯრაში დანა. მე კარატისტი ვარ და შიშველი ხელებით
შემიძლია მოვკლა კაცი. პროვოკატორია ეს ადამიანი უბრალოდ. პირიქით,
მაგის დეიდაშვილი, ანა ლეჟავა, რომელიც ჩემი თანამშრომელია,
პროკურატურაშია დაბარებული დოკუმენტების გაყალბების გამო და წულაია
ახლა ამ ფორმით ცდილობს ჩემზე ზეგავლენის მოხდენას", - ამბობს ბადრი
ვაშაკიძე.
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის
თქმით, მან თავისი ბუღალტერი დოკუმენტების გაყალბებაში თავად
ამხილა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
გოგი წულია, განათლების რესურსცენტრის დირექტორს, ბადრი ვაშაკიძეს
სამსახურებრივი
გულგრილობის მოტივით დაუპირისპირდა.
მასალის გამოყენების პირობები