ახალი ამბები
"საქნახშირში" შახტაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნამდე არ საუბრობენ
FaceBook
საქნახშირი "ჯი-აი-ჯი" ჯგუფში, რომლის დაქვემდებარებაშია ტყიბულის მინდელის სახელობის შახტა, მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ.

თუმცა, კომპანიის ადმინისტრაცია გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრისგან, ექსპერტიზის დასკვნამდე, თავს იკავებს.

"ცხედარს უკვე ჩაუტარდა უკვე ექსპერტიზა, კრიმინალისტებმა იმუშავეს, როგორც ხდება ხოლმე. წინასწარი ვარაუდებისგან თავს ვიკავებთ. ვიდრე ექსპერტიზის პასუხები არ იქნება. რამდენიმე დღეში იქნება პასუხი", - აცხადებენ "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის ადმინისტრაციაში ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მათივე განმარტებით, თეიმურაზ კაკაურიძის ცხედარი 2016 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს მორიგეობის შეცვლის დროს იპოვეს.

გარდაცვლილი შახტის მე-6 უბნის ვინტილაციისა და უსაფრთხოების უბნის ცვლის უფროსი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლითაა აღძრული, რაც სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შსს–ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარს გარეგანი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ტყიბულის შახტაში დასაქმებულები მიმდინარე წლის დასაწყისში სამუშაო პირობები გაუმჯობესების და ხელფასების მომატების მიზნით საპროტესტო აქციები 15 დღიანი აქცია ქონდათ.



ამავე თემაზე:


15 დღიანი საპროტესტო აქციების ქრონიკა ტყიბულში და მეშახტეთა უცვლელი მოთხოვნები (ვიდეო)

ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.