ახალი ამბები
შსს – ზესტაფონის მერის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის მერის კახა მახათაძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 381–ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას ნიშნავს.  შსს–ში აცხადებენ, რომ  ზესტაფონის მერზე სხვა საქმებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.  

კახა მახათაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას არც საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ.

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ირწმუნება, რომ კახა მახათაძის წინააღმდეგ შვიდ საქმეზე არის გამოძიება დაწყებული.  გოგლიჩიძის ინფორმაციით, საქმე ეხება ქერქული ნარჩენების გატანის საქმეს, სახელმწიფო შესყიდვებს,  სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულობასა და ბიზნესინტერესებს. 

"კახა მახათაძის წინააღმდეგ, შვიდ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთ–ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული; ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნეს–ინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება იყოს ამ ქალაქის მერი", – განაცხადა პრესკლუბ "მედიარუმში" გამართულ ბრიფინგზე გიორგი გოგლიჩიძემ.


ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

ამავე თემაზე:

ზესტაფონში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

"მერი უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია ზესტაფონში (ვიდეო)

დღეს, ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას ითხოვს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.