ხონის ცენტრალურ ბულვარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ხონის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს რეგიონალური
განვითარების ფონდი დააფინანსებს.
სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ხონის ისტორიული
ბულვარის რეაბილიტაციისთვის თანხის მოთხოვნა ფონდში უკვე
გაგზავნილია.
სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.
ხონის ცენტრში დასასვენებელი პარკი, რომელსაც
ადგილობრივები ბულვარს უწოდებენ, მე–19 საუკუნის 40–იან
წლებში არის გაშენებული. უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები
ბულვარისთვის ნიკო დადიანს უსასყიდლოდ ჩამოუტანია.
აქ არის გადაღებული ნანა მჭედლიძის ფილმ "იმერული ესკიზების"
რამდენიმე ეპიზოდი.
მასალის გამოყენების პირობები