ახალი ამბები
სამტრედიაში დეპუტატი მოქალაქეს პოლიტიკური შეხედულების გამო გაუსწორდა
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღანირის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი შენგელია, მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში ფიზიკურად გაუსწორდა.
მოქალაქე ამბობს, რომ შემთხვევა 8 ნოემბერს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მოხდა, როცა ღანირის მაჟორიტარს მუშაობა დაუწუნა, რასაც, მისი თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ის ირწმუნება, რომ დეპუტატმა სცემა, თუმცა, ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სსკ–ს 126–ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კონკრეტულად რა მოხდა თავმჯდომარის კაბინეტში, დეტალები "ქუთაისიპოსტმა" მოიკვლია.

როგორც ირკვევა, ბადრი შენგელიასა და მოქალაქე მაია ქორიძეს შორის დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას კაბინეტში სიტყვირი დაპირისპირებით დაიწყო, რაც შემდგომ ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა.

როგორც ნუგზარ ჯამბურია, რომელიც დაპირისპირების დროს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა, ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, დაპირისპირებული მხარეები ახლო ნათესავები არიან და მათ ჩხუბი პირად საკითხზე მოუვიდათ.

"ბიძაშვილები არიან ერთმანეთის. რაღაც პირად საკითხზე დაიწყო კამათი. არავითარი ცემა არ ყოფილა, იკამათეს სიტყვიერად და მერე ხელით უჯიკეს ერთმანეთს. მე გამშველებლის როლში ვიყავი", – ამბობს ნუგზარ ჯამბურია.

ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს თავად ღანირის დეპუტატი. ბადრი შენგელიას თქმით, მასსა და მაია ქორიძეს შორის სიტყვიერი შეკამათება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

"თავმჯდომარესთან ყოფილა მისული და მე მითხრეს შენ გკითხულობსო. შევედი და პირდაპირ მითხრა, რას გავს ღანირი, რა დღეშიაო. ამაზე გავბრაზდი. დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ როგორც ვატყობ განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს. მესმის მისიც, სამსახური არ აქვს ადამიანს და გაბრაზებულია ალბათ ხელისუფლებაზე. ამაზე ვიკამათეთ. ახლოს არ მივკარებივარ, არ შევხებივარ ხელით, ან ჯამბურიას გაშველება რად მინდოდა, ჩემპიონი ვარ ჭიდაობაში", – ამბობს ბადრი შენგელია.

ბადრი შენგელია ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა, შემთხვევის ადგილზე უკვე იყვნენ პოლიციელები და თავმჯდომარის კაბინეტი, სადაც დაპირისპირება მოხდა, დაათვალიერეს. 

თავად, მოქალაქე რომელმაც დეპტატმა შეურაცხყოფა მიაყენა, ა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.